საოფისე და საცხოვრებელი კონტეინერები

მსოფლიო ბრენდი Vekon გთავაზობთ საოფისე და საცხოვრებელ კონტეინერებს. სხვა ბრენდებისგან განსხვავებით Vekon-ის მრავალწლიანი გამოცდილებით უფრო ეკონომიურად, სწრაფად და ეფექტურად აკმაყოფილებს კლიენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებს, საერთაშორისო და ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით შექმნილი საუკეთესო დიზაინით.

VEKON-ი არის თურქული კომპანია “VEFA ჰოლდინგის” საერთაშორისო ბრენდი. VEFA HOLDING INC. არის მსოფლიო ბრენდი, რომელიც ინოვაციებისა და  ტექნოლოგიების გამოყენებით,  სამშენებლო სფეროში აერთიანებს ლიდერ პოზიციებზე მყოფ  12 საერთაშორისო ბრენდს და 8 უმსხვილეს კომპანიას.

VEKON 1990 წელს დაარსდა და მისი წარმოების მოცულობის 50% არის ექსპორტზე გადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.  VEKON აშენებს მომუშავეთა ბანაკებს, საცხოვრებელ, საოფისე შენობებს, სკოლებს, საავადმყოფოებს და რეკრეაციულ ობიექტებს ასაწყობი კონსტრუქციებით და მოდულარული კონტეინერების ერთეულებით.

ასაწყობი ანგარი-საწყობები

ანგარები, რომლებიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურა სამშენებლო მოედნების, საამქროების, საწყობების და ა.შ. იწარმოება სტრუქტურული ფოლადის სისტემისგან. ეს არის მსხვილმასშტაბიანი ინდუსტრიული სტრუქტურები, რომლებიც შეიძლება დაიშალოს და ხელახლა აიწყოს.

მონობლოკური სისტემა

მონობლოკური კონტეინერები გამოიყენება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, სამშენებლო მოედნების და ბანაკების ასაშენებლად. მონობლოკური სხვდასხვა ზომის კონტეინერების მეშვეობით შესაძლებელია აშენდეს სამ სართულამდე შენობა.

დაშლადი სისტემა

დაშლადი კონტეინერი არის მონობლოკური კონტეინერის ანალოგი, მაგრამ უპირატესობა აქვს ის, რომ მისი ტრანსპორტირება ხდება დაშლილ მდგომარეობაში, რაც თავის მხრივ ამცირებს ტრანსპორტირების ხარჯს.

დაკეცვადი სისტემა VEKONAS

VEKONAS არის ერთ ოთახიანი დაკეცვადი საცხოვრებელი კონტეინერი. დაშლად კონტეინერთან შედარებით მისი უპირატესობა მდგომარეობს აწყობის სიმარტივესა და სისწრაფეში. მისი აწყობა შეიძება 10-ჯერ უფრო სწრაფად. ის დაპროექტებულია ტრანსპორტირების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ერთი ტრაილერის მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად 12 კონტეინერის სტრანსპორტირება. მისი აწყობა არის მარტივი, ამისთვის საკმარისია მხოლოდ ორი ადამიანი და ძირითადი ხელსაწყოები. აწყობის შემდეგ კრანის მეშვეობის შესაძლებელია მისი გადაადგილება. მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია რამდენიმე სართულის გაკეთება.

დაკეცვადი სისტემა VEKONANT

VEKONANT არის დაკეცვადი საცხოვრებელი კონტეინერი, რომელიც არის შიგნიდან მოწყობილი. ის დაპროექტებულია ტრანსპორტირების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ერთი ტრაილერის მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად 6 კონტეინერის სტრანსპორტირება. მისი აწყობა არის მარტივი, ამისთვის საკმარისია მხოლოდ ოთხი ადამიანი და ძირითადი ხელსაწყოები. აწყობის შემდეგ კრანის მეშვეობის შესაძლებელია მისი გადაადგილება. მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია რამდენიმე სართულის გაკეთება.

.

  • მხოლოდ ჩვენი კონტეინერების მეშვეობით შესაძლებელია აიგოს 4 სართულამდე კონსტრუქცია, რისთვისაც საჭიროა დამატებით შეიძინოთ კიბეები, მოაჯირები და რკინის აივნები.
  • მოცემული ფასები არ ითვალისწინებს ტრანსპორტირებას და აწყობას.  
  • კონტეინერების აწყობა/დამონტაჟება ხდება სწრაფად და მარტივად. შესაძლებელია მათი დაშლა და ნებისმიერ ადგილას გადატანა.
  • მათ ხარისხს უზრუნველყოფს Neopan-ის ტექნოლოგიით წარმოებული ავტომატურად ასაწყობი ფიბროცემენტული პანელები და Profacto ტექნოლოგიის გადახურვის და საიზოლაციო სისტემები.

 

Let us define your style!
ნება მოგვეცით გამოვკვეთოთ თქვენი სტილი!
წერეთლის #118, გამოფენის ტერიტორია
+995 32 2400049; +995 557 400009

მოიწონეთ და გააზიარეთ ჩვენი გვერდი